რა არის სალიცილის მჟავა და რისთვის გამოიყენება?
სალიცილის მჟავა 2% მიეკუთვნება კერატოლიზურ საშუალებათა ჯგუფს. იგი გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: კომბუჯი (აკნე), ფსორიაზი, სებორეა, მეჭეჭები და კანის სხვა დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს კანის უჯრედების ჭარბი წარმოქმნა და აქერცვლა. სალიცილის მჟავა ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გაწმენდას და კანის რეგენერაციას. ATC კოდი: D01AE01.