რა არის რივაროქსაბანი 20მგ და რისთვის გამოიყენება?
რივაროქსაბანი მიეკუთვნება პირდაპირი ანტიკოაგულანტების ჯგუფს (ATC: B01AF01) — Xa ფაქტორის ინჰიბიტორებს. ის ბლოკავს სისხლის შედედების პროცესში მონაწილე ერთ-ერთ საკვანძო ფერმენტს (Xa ფაქტორს), რითაც ამცირებს თრომბის წარმოქმნის ალბათობას.
ძირითადი ჩვენებები: • ფეხის ღრმა ვენური თრომბოზის (DVT) და ფილტვის თრომბოემბოლიის (PE) მკურნალობა და რეციდივის პრევენცია. • არავალვულური წინაგულთა ფიბრილაციის მქონე პაციენტებში ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პრევენცია — განსაკუთრებით რისკ-ფაქტორების არსებობისას (მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, გულის უკმარისობა, ასაკი ≥75 წელი, წინა ინსულტი). • მუხლის ან თეძოს სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა. • მწვავე კორონარული სინდრომის შემდეგ ათეროთრომბოზული მოვლენების პროფილაქტიკა (ასპირინთან ± კლოპიდოგრელთან კომბინაციაში, დაბალი დოზით).
20მგ დოზა, როგორც წესი, სტანდარტული სამკურნალო/პროფილაქტიკური დოზაა ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე ზრდასრულ პაციენტებში.