რა არის პროსპანი და რისთვის გამოიყენება?
პროსპანი გამოიყენება სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია ნახველის წარმოქმნასთან. სუროს ფოთლის ექსტრაქტი ხსნის ბრონქებს და ამცირებს ნახველის სიბლანტეს, რითაც ხელს უწყობს მის ამოსახველებას. ძირითადად ინიშნება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის დროს, რომელსაც თან ახლავს ხველა.