რა არის პრედნიზოლონი 5მგ და რისთვის გამოიყენება?
პრედნიზოლონი 5მგ არის გლუკოკორტიკოიდი, რომელიც ორგანიზმში მოქმედებს ანთების და იმუნური სისტემის დათრგუნვით. იგი გამოიყენება სხვადასხვა ანთებითი, ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ბრონქული ასთმა, მძიმე ალერგიული რეაქციები, რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, ნეფროზული სინდრომი, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, კანის მძიმე დაზიანებები (მაგ. ეგზემა, ფსორიაზი) და სხვა. პრეპარატი ამცირებს შეშუპებას, სიწითლეს და ტკივილს ანთების კერაში.