რა არის პანკრეატინი 25ერთ #60ტ და რისთვის გამოიყენება?
პანკრეატინი არის ფერმენტული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ამილაზას, ლიპაზას და პროტეაზას. ეს ფერმენტები ხელს უწყობენ ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მონელებას. პრეპარატი გამოიყენება ეგზოკრინული პანკრეასის უკმარისობის (კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) სამკურნალოდ, რაც ვლინდება შებერილობით, მეტეორიზმით, განავლის დარღვევით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა პრობლემებით. პრეპარატი აუმჯობესებს საკვების მონელებას და შეწოვას.