რა არის პანანგინი და რისთვის გამოიყენება?
პანანგინი წარმოადგენს კალიუმისა და მაგნიუმის წყაროს. კალიუმი და მაგნიუმი აუცილებელია უჯრედული მეტაბოლიზმისთვის, ნერვული იმპულსების გამტარობისთვის და კუნთების შეკუმშვისთვის, მათ შორის გულის კუნთის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. პრეპარატი გამოიყენება გულის იშემიური დაავადებების, გულის უკმარისობის, გულის რითმის დარღვევების (არითმიების) და კალიუმ-მაგნიუმის დეფიციტის დროს, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს შარდმდენების, სტეროიდების ან სხვა მიზეზებით. ATC კლასი: A12CX - სხვა მინერალური დანამატები.