რა არის ორლიპი 120მგ #30კაფს GMP და რისთვის გამოიყენება?
ორლისტატი სიმსუქნის სამკურნალო საშუალებების ჯგუფს მიეკუთვნება. ის მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და ბლოკავს ფერმენტ ლიპაზას, რომელიც საჭიროა საკვებთან ერთად მიღებული ცხიმების დასაშლელად. შედეგად, დაახლოებით 25% ცხიმი არ შეიწოვება და გამოიყოფა ორგანიზმიდან. ორლიპი 120მგ გამოიყენება ჭარბი წონის სამკურნალოდ, დაბალკალორიულ დიეტასთან ერთად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (BMI) აღემატება 30 კგ/მ²-ს, ან 27 კგ/მ²-ს, თუ არსებობს წონასთან დაკავშირებული სხვა რისკ-ფაქტორები (მაგ., არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, დისლიპიდემია).