რა არის ნეო პეკეს-ომეგა 3 DHA გამიN30 და რისთვის გამოიყენება?
პრეპარატი არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების, კერძოდ დოკოზაჰექსაენოური მჟავას (DHA) და ეიკოზაპენტაენოური მჟავას (EPA) წყარო. DHA აუცილებელია ნერვული სისტემის, ტვინისა და თვალის ბადურის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნაყოფისა და ჩვილის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებისთვის. პრეპარატი ინიშნება როგორც დანამატი კვებითი რაციონის გამდიდრების მიზნით, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ორგანიზმი ვერ იღებს საკმარის რაოდენობას ომეგა-3 მჟავებს საკვებიდან.