რა არის მეტაკარტინი და რისთვის გამოიყენება?
მეტაკარტინი 500მგ შეიცავს მეტამიზოლს, რომელიც მიეკუთვნება ანალგეტიკებისა და ანტიპირეტიკების ჯგუფს. იგი აქვეითებს ტკივილის შეგრძნებას და ამცირებს სხეულის ტემპერატურას ცხელებისას. გამოიყენება სხვადასხვა სახის ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ, როგორიცაა: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, მუცლის ტკივილი, კოლიკები (სანაღვლე, თირკმლის), ტკივილი ოპერაციის შემდეგ, ტრავმების შემდგომი ტკივილი, რევმატიული ტკივილები, ასევე მაღალი ტემპერატურის შესამცირებლად სხვადასხვა დაავადებისას (მაგ. გრიპი, გაციება).