რა არის ლოსარტან ფარმოზი და რისთვის გამოიყენება?
ლოსარტან ფარმოზი 100მგ გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) სამკურნალოდ. ის მიეკუთვნება ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ჯგუფს (ARB). ეს პრეპარატი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის მოქმედებას, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას და წნევის მატებას. პრეპარატის მოქმედებით სისხლძარღვები ფართოვდება, რაც ამცირებს არტერიულ წნევას და ამსუბუქებს გულის მუშაობას. ასევე, გამოიყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში თირკმლის დაზიანების (დიაბეტური ნეფროპათიის) რისკის შესამცირებლად.