რა არის Losartan და რისთვის გამოიყენება?
ლორისტა 50 მგ (ნივთიერება: ლორსატანი) გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. ის მიეკუთვნება ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ჯგუფს. პრეპარატი აფართოებს სისხლძარღვებს, რითაც ამცირებს წნევას და ამსუბუქებს გულის მუშაობას. ლორისტა ასევე გამოიყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, გულის შეტევისა და ინსულტის რისკის შესამცირებლად, განსაკუთრებით მათში, ვისაც აგფ-ინჰიბიტორების მიმართ ტოლერანტობა არ აქვს.