რა არის ლორისტა (ლოსარტანMedr100მგ#28ტ და რისთვის გამოიყენება?
ლორისტა 100მგ (ლოსარტანი) გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში. ის ასევე გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთაც არ შეუძლიათ აგფ-ინჰიბიტორების მიღება. ლოსარტანი მიეკუთვნება ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ჯგუფს. ის მოქმედებს სისხლძარღვების შემახვეჭი ჰორმონის, ანგიოტენზინ II-ის მოქმედების ბლოკირებით, რაც იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და არტერიული წნევის დაქვეითებას. აუმჯობესებს გულის მუშაობას გულის უკმარისობისას.