რა არის ლევეტირაცეტამი 500მგ და რისთვის გამოიყენება?
ლევიტრაცეტამი (N03AX14) მიეკუთვნება ანტიკონვულსანტების ჯგუფს და გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ. მისი მოქმედების ზუსტი მექანიზმი ბოლომდე არ არის დადგენილი, თუმცა ითვლება, რომ ის აფერხებს ნეიროტრანსმიტერების (გამა-ამინობუტირის მჟავა, GABA) გამოთავისუფლებას და ამცირებს ნეირონების აგზნებადობას. პრეპარატი გამოიყენება: • პარციალური კრუნჩხვების (ეპილეფსიური გულყრების) სამკურნალოდ მოზრდილებში და 12 წლიდან ბავშვებში, როგორც მონოთერაპიისას, ასევე სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან კომბინაციაში. • მიოკლონური კრუნჩხვების სამკურნალოდ მოზრდილებში და 12 წლიდან ბავშვებში.