რა არის ლერკანიდიპინი 10მგ და რისთვის გამოიყენება?
ლერკატონი 10მგ (ლერკანიდიპინი) მიეკუთვნება კალციუმის არხების ბლოკატორების ჯგუფს. იგი ამცირებს სისხლძარღვების სანათურს, რითაც ამცირებს პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას და აქვეითებს არტერიულ წნევას. პრეპარატი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) სამკურნალოდ, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში. ATC კლასი: C08CA13.