ლერკანიდიპინი 10მგ-ის დოზის გადაცილების სიმპტომები
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია ტაქიკარდია და ჰიპოტენზია (არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება). სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სასწრაფოდ მიმართვა ექიმთან ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, სიმპტომური მკურნალობა უნდა ჩატარდეს. კუჭის ამორეცხვა შეიძლება იყოს ეფექტური.