რა არის კონკორი 5მგ #50ტ და რისთვის გამოიყენება?
კონკორი (ბისოპროლოლი) მიეკუთვნება ბეტა-ბლოკერების ჯგუფს. ის ამცირებს გულისცემის სიხშირეს, გულის შეკუმშვის ძალას და სისხლძარღვების შევიწროვებას, რითაც ამცირებს გულის მუშაობას და არტერიულ წნევას. გამოიყენება:
- ქრონიკული გულის უკმარისობის სამკურნალოდ (სხვა პრეპარატებთან ერთად).
- არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) სამკურნალოდ.
- სტენოკარდიის (გულის ტკივილის) სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია გულის იშემიური დაავადებით.