რა არის კლარიტინი და რისთვის გამოიყენება?
კლარიტინი (აქტიური ნივთიერება ლორატადინი) მიეკუთვნება ანტიჰისტამინურ საშუალებებს, რომლებიც ბლოკავს ორგანიზმში ჰისტამინის მოქმედებას. ჰისტამინი არის ნივთიერება, რომელიც გამოთავისუფლდება ალერგიული რეაქციების დროს და იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, ცხვირის ქავილი, სურდო, თვალების წვა და ქავილი, გამონაყარი და ქავილი კანზე.
კლარიტინი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- სეზონური ალერგიული რინიტი (თივის ცხელება): ამცირებს ცემინებას, ცხვირის გაჭედვას ან გამონადენს, ცხვირის, პირის ღრუს და ყელის ქავილს, თვალების ქავილს და ცრემლდენას.
- მორეციდივე ჭინჭრის ციება (ურტიკარია): ამცირებს კანზე გამონაყარს (ბუშტუკებს) და ძლიერ ქავილს.