რა არის კეტილეპტი და რისთვის გამოიყენება?
კეტილეპტი (კეტილპინი) მიეკუთვნება ანტიფსიქოზური საშუალებების ჯგუფს, რომლებიც გავლენას ახდენენ ტვინში არსებულ ნივთიერებებზე (დოფამინი და სეროტონინი). იგი გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებს, ბოდვებს, აგრესიას და სოციალურ პრობლემებს. ასევე, გამოიყენება ბიპოლარული აშლილობის (მანია-დეპრესიული ფსიქოზი) დროს ეპიზოდების თავიდან ასაცილებლად ან სამკურნალოდ. ATC კოდი: N05AH03.