რა არის ისმიჟენი და რისთვის გამოიყენება?
ისმიჟენი იმუნოსტიმულატორების ჯგუფის პრეპარატია. მისი აქტიური ნივთიერებაა ლიოფილიზებული ბაქტერიული ლიზატი, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ბაქტერიის ფრაგმენტებს, ხშირად სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევებს. ისმიჟენი ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციების მიმართ და ამცირებს მათ სიმძიმესა და ხანგრძლივობას. გამოიყენება: სასუნთქი გზების ინფექციების (ბრონქიტი, ლარინგიტი, სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი) პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობისთვის; იმუნიტეტის დაქვეითებისას, რომელიც გამოწვეულია ხშირი ინფექციებით. ATC კლასიფიკაცია: J07AX - სხვა ვაქცინები, ანტიგენები.