რა არის იბუპროფენი დენკი და რისთვის გამოიყენება?
იბუპროფენი დენკი 400მგ არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (აასს). ის მოქმედებს ანთების, ტკივილისა და ცხელების გამომწვევი ნივთიერებების (პროსტაგლანდინების) წარმოქმნის შეფერხებით. გამოიყენება: თავის, კბილის, კუნთების, სახსრების, ზურგის ტკივილისას, მენსტრუალური ტკივილისას, ასევე გრიპის და გაციების ფონზე მომატებული ტემპერატურის (ცხელების) შესამცირებლად. ექიმის დანიშნულებით, შესაძლოა გამოყენებულ იქნას რევმატოიდული ართრიტისა და ოსტეოართრიტის სამკურნალოდ.