რა არის იბუპროფენი BP და რისთვის გამოიყენება?
იბუპროფენი 400მგ მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). ის მოქმედებს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით, რომლებიც ორგანიზმში ტკივილის, ანთების და ცხელების პროცესებს არეგულირებენ.
ძირითადი ჩვენებები მოიცავს:
- სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, შაკიკი, ნევრალგია, მიალგია (კუნთების ტკივილი), ართრალგია (სახსრების ტკივილი), ლუმბაგო (წელის ტკივილი), მენსტრუალური ტკივილი.
- გრიპისა და გაციების სიმპტომებისას, მათ შორის ცხელებისას.
- რევმატიული დაავადებების (მაგ. რევმატოიდული ართრიტი) დროს ანთების და ტკივილის შესამცირებლად, ექიმის დანიშნულებით.