რა არის ფოსფომიცინი 3გ და რისთვის გამოიყენება?
ფოსფომიცინი აფერხებს ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზს და ანადგურებს შარდ-სასქესო ტრაქტში გამრავლებულ ბაქტერიებს (მათ შორის E. coli-ს). პრეპარატი აქტიურია ბაქტერიების მრავალი ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული შტამის მიმართაც.
ჩვენებები: მწვავე, არაგართულებული ცისტიტი ქალებსა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში. ექიმმა შეიძლება დანიშნოს პროსტატის ან საშარდე გზების ქირურგიული ჩარევის წინ ინფექციის პროფილაქტიკისთვისაც.
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით — მისი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება.