რა არის ეუთიროქსი 100მკგ#100ტ და რისთვის გამოიყენება?
ლევოთიროქსინი არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის — თიროქსინის (T4) სინთეზური ანალოგი. ორგანიზმში იგი გარდაიქმნება აქტიურ ფორმად (T3) და არეგულირებს მეტაბოლიზმს, ენერგიის წარმოებას, გულის რითმსა და სხეულის ტემპერატურას.
ჩვენებები: ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) — ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ ჩანაცვლებითი თერაპია, რადიოაქტიური იოდით მკურნალობის შემდეგ. ასევე გამოიყენება ეუთირეოიდული ჩიყვის სამკურნალოდ და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ოპერაციის შემდეგ TSH-ის სუპრესიისთვის.
ექიმი დანიშნავს სისხლში TSH-ის დონის მიხედვით. დოზა ინდივიდუალურია — იწყება დაბალი დოზით და თანდათან იზრდება.