რა არის ენტეროსგელი 90გ #1 პასტა და რისთვის გამოიყენება?
ენტეროსგელი წარმოადგენს ენტეროსორბენტს, რომელიც მიიღება სილიციუმის დიოქსიდისგან. პრეპარატის სტრუქტურა პოლიმერული, ფოროვანი და გლობულურია, რომლის ფორები 15-300 ნმ დიაპაზონშია. მისი ჰიდროფილური მატრიცის ზედაპირი უზრუნველყოფს სელექციურ კავშირს საშუალო ზომის მოლეკულებთან (მოლეკულური მასა 70-1000). ენტეროსგელი აკავშირებს და აშორებს ორგანიზმიდან ენდოგენურ და ეგზოგენურ ინტოქსიკაციებს, მათ შორის: ბაქტერიულ ტოქსინებს, ანტიგენებს, საკვებ ალერგენებს, წამლების მეტაბოლიტებს, შლაკებს, რადიონუკლიდებს, მძიმე მეტალების მარილებს. ასევე, პრეპარატი ააქტიურებს ნაწლავის პერისტალტიკას, აკავშირებს ჭარბ წყალს, რაც ამცირებს ნაწლავის მოძრაობის სიხშირეს და ამცირებს გაუწყლოების რისკს დიარეის დროს. გამოიყენება: მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციების სამკურნალოდ სხვადასხვა ეტიოლოგიის დროს; მწვავე ნაწლავური ინფექციების კომპლექსურ თერაპიაში; კვებითი ალერგიის სამკურნალოდ; დიარეის სიმპტომურ მკურნალობაში; ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ინტოქსიკაციის სინდრომი; პროფესიული ინტოქსიკაციების პროფილაქტიკისთვის.