რა არის დიკლოფლექსი და რისთვის გამოიყენება?
დიკლოფლექსი 5% გელი შეიცავს დიკლოფენაკს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). ის მოქმედებს ადგილობრივად, ამცირებს ტკივილს, შეშუპებას და ანთებას. გამოიყენება: რევმატიული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი; სახსრების, მყესების, იოგებისა და კუნთების ტრავმებისას (მაგ., დაჟეჟილობა, დაჭიმვა, მოტეხილობა); ზურგის ტკივილისას; მყესების ანთებისას (ტენდინიტი); შეშუპებისა და ტკივილისას ოპერაციის შემდეგ.