რა არის დასელტა და რისთვის გამოიყენება?
დასელტა 5 მგ მიეკუთვნება ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, რომლებიც ბლოკავენ ორგანიზმში ჰისტამინის მოქმედებას. ჰისტამინი არის ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში გამოიყოფა ალერგიული რეაქციების დროს და იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ქავილი, ცემინება, სურდო და გამონაყარი. დასელტა ეფექტურად ხსნის ალერგიული რინიტის სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, ცხვირის გაჭედვა ან ხშირი ხვრინვა, ცხვირის ქავილი, ცრემლდენა და თვალების სიწითლე. ასევე გამოიყენება ქრონიკული ჭინჭრის ციების (ურტიკარია) სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება კანის ქავილით, სიწითლით და გამონაყრით. პრეპარატი არ იწვევს ძილიანობას და არ აქვეითებს ფსიქომოტორულ აქტივობას.