ბეტასერკი-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ ბეტასერკი, თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ან თუ გაწუხებთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა). სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.