რა არის ბეპანთენი და რისთვის გამოიყენება?
ბეპანთენი 5% მალამო (D03AX03) შეიცავს დექსპანთენოლს, რომელიც გარდაიქმნება პანთოთენის მჟავად — B5 ვიტამინად. პანთოთენის მჟავა აუცილებელია კანის ეპითელიზაციისთვის და მისი რეგენერაციისთვის. მალამო ხელს უწყობს კანის ბარიერული ფუნქციის აღდგენას, ატენიანებს და არბილებს კანს. გამოიყენება: მშრალი და დაზიანებული კანის მოვლისთვის, საფენის გამონაყარის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, მზის დამწვრობის, მცირე ჭრილობების, ნაკაწრების, აბრაზიების და კანის სხვა ზედაპირული დაზიანებების შეხორცების დასაჩქარებლად. ასევე, გამოიყენება ძუძუთი კვების დროს ძუძუს თავის ტკივილისა და დაბზარვის სამკურნალოდ.