Atropin-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ ატროპინი, თუ გაქვთ ალერგია მის რომელიმე კომპონენტზე, ღია ან დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ტაქიკარდია, ნაწლავებისა და შარდის ბუშტის გაუვალობა (ობსტრუქცია), მეგაკოლონი, ატონიური ყაბზობა, მიასთენია გრავი. სიფრთხილით გამოიყენეთ გულის უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტენზიის, ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევისას. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ჩვენებით.