რა არის არკოქსია და რისთვის გამოიყენება?
არკოქსია, რომლის აქტიური ნივთიერებაა ეტორიკოქსიბი, მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (NSAIDs) ჯგუფს, კერძოდ, ციკლოოქსიგენაზა-2 (COX-2) ინჰიბიტორებს. ის მოქმედებს ანთებისა და ტკივილის გამომწვევი ნივთიერებების წარმოქმნის შეფერხებით. პრეპარატი ინიშნება შემდეგ მდგომარეობებში: ოსტეოართრიტის სიმპტომური მკურნალობა, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება), გუტას მწვავე ართრიტის მკურნალობა, აგრეთვე ძვლოვანი და სახსროვანი ტკივილის სიმპტომური მკურნალობა ოსტეოართრიტის დროს.