რა არის APO-ვალაციკლოვირი და რისთვის გამოიყენება?
APO-ვალაციკლოვირი 500 მგ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ვალაციკლოვირს, რომელიც მიეკუთვნება ანტივირუსული საშუალებების ჯგუფს. ვალაციკლოვირი ორგანიზმში გარდაიქმნება აციკლოვირად, რომელიც აფერხებს ჰერპესის ვირუსების გამრავლებას. პრეპარატი გამოიყენება ჰერპეს სიმპლექსის ვირუსის (HSV) და ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის (VZV) გამომწვევი ინფექციების სამკურნალოდ. ესენია: გენიტალური ჰერპესის პირველადი და მეორადი ეპიზოდების მკურნალობა და რეციდივების პრევენცია, ჰერპეს ზოსტერის მკურნალობა, ტუჩის ჰერპესის მკურნალობა. პრეპარატი ასევე გამოიყენება იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში HSV და VZV ინფექციების პროფილაქტიკისთვის.