რა არის ამოქსიკლავი და რისთვის გამოიყენება?
ამოქსიკლავი 600მგ არის კომბინირებული ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ნახევრადსინთეზურ პენიცილინს (ამპიცილინი) და ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორს (კლავულანის მჟავა). მისი მოქმედების მექანიზმი ემყარება ამპიცილინის მიერ ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის დათრგუნვას, ხოლო კლავულანის მჟავა აინჰიბირებს ბეტა-ლაქტამაზებს – ფერმენტებს, რომლებსაც ბაქტერიები გამოიმუშავებენ ანტიბიოტიკების გასანეიტრალებლად. ამ კომბინაციით, ამოქსიკლავი აქტიურია ბაქტერიების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებიც მდგრადია ამპიცილინის მიმართ. გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: მწვავე ბაქტერიული სინუსიტი, მწვავე შუა ოტიტი, მწვავე ბაქტერიული პნევმონია, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მაგ., ცელულიტი, ცხოველის ნაკბენი, ჩირქოვანი აბსცესი), შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (ცისტიტი, პიელონეფრიტი).