რა არის ამელოტექსი NEW 1% 50გ გელი და რისთვის გამოიყენება?
მელოქსიკამი, რომელიც შედის ამელოტექსი NEW გელის შემადგენლობაში, მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს. პრეპარატი მოქმედებს ადგილობრივად, ამცირებს ტკივილს, შეშუპებას და სიწითლეს ანთების ზონაში. იგი გამოიყენება სახსრებისა და კუნთების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა: ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი, ტენდინიტი, ბურსიტი, დაზიანებები (სისხლჩაქცევები, დაჭიმვები). პრეპარატი არ მოქმედებს დაავადების მიზეზზე, არამედ ხსნის მის სიმპტომებს.