რა არის ვოლტარენი ტაბლეტი 50მგ #20 და რისთვის გამოიყენება?
ვოლტარენი 50მგ შეიცავს დიკლოფენაკს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). ის მოქმედებს ტკივილისა და ანთების გამომწვევი ნივთიერებების (პროსტაგლანდინების) წარმოქმნის დათრგუნვით. ძირითადად გამოიყენება:
- რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს.
- სახსრების, კუნთების, მყესების და იოგების ტკივილისას.
- ზურგის ტკივილის, ტენდინიტის, ბურსიტის დროს.
- მწვავე შაკიკის შეტევისას.
- გინეკოლოგიური ტკივილის (პირველადი დისმენორეა, დანამატების ანთება) დროს.
- პოსტოპერაციული ტკივილისა და შეშუპებისას.
- კბილის ტკივილისას.
პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილთათვის და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის.