ვილდაგლიპტინი 50მგ-ის გაფრთხილებები
უკუჩვენებულია ვილდაგლიპტინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. არ გამოიყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობისას (მათ შორის, ALT ან AST ტრანსამინაზების 3-ჯერ და მეტად მომატებისას). მკურნალობის დაწყებამდე და პირველი წლის განმავლობაში საჭიროა ღვიძლის ფუნქციური სინჯების რეგულარული კონტროლი (ყოველ 3 თვეში). გულის უკმარისობისას (NYHA III-IV) — არ არის რეკომენდებული. თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობისას საჭიროა დოზის კორექცია ექიმის გადაწყვეტილებით. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში — არ გამოიყენება.