რა არის ვიაგრა ტაბლეტი 100მგ #4 და რისთვის გამოიყენება?
ვიაგრა შეიცავს სილდენაფილს, რომელიც მიეკუთვნება ფოსფოდიესტერაზა ტიპის 5 (PDE5) ინჰიბიტორების ჯგუფს. პრეპარატი მოქმედებს სასქესო ასოს სისხლძარღვებზე, აფართოებს მათ და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც აუცილებელია ერექციის მისაღწევად და შესანარჩუნებლად სექსუალური სტიმულაციისას. ვიაგრა განკუთვნილია მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის (იმპოტენციის) სამკურნალოდ. პრეპარატი არ მოქმედებს სექსუალური სურვილის (ლიბიდოს) დონეზე, ის მოქმედებას იწყებს მხოლოდ სექსუალური აგზნების არსებობისას.