ვანსეარი 4მგ #28ტ.საღ-ის გაფრთხილებები
❌ არ მიიღოთ ვანსეარი 4მგ თუ:
- გაქვთ ალერგია იბუპროფენზე, სხვა აასს-ზე ან პრეპარატის რომელიმე შემადგენელ ნივთიერებაზე.
- გაქვთ კუჭ-ნაწლავის აქტიური წყლული ან სისხლდენა, ან ანამნეზში აღგენიშნებათ განმეორებითი წყლული ან სისხლდენა.
- გაქვთ მძიმე გულის, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა.
- ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
- გაქვთ მემკვიდრული აუტანლობა ფრუქტოზის მიმართ, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობა.
⚠ მიიღეთ სიფრთხილით და აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ:
- გაქვთ ასთმა ან ალერგიული დაავადებები.
- გაქვთ კუჭ-ნაწლავის დაავადებები ან ანამნეზში აღგენიშნებათ წყლული ან სისხლდენა.
- გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულის დაავადებები.
- გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
- ხართ ხანდაზმული.
- იღებთ სხვა მედიკამენტებს, განსაკუთრებით სისხლის გამათხელებლებს, კორტიკოსტეროიდებს ან სხვა აასს.