რა არის ციტრამონი P და რისთვის გამოიყენება?
ციტრამონი P არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას, პარაცეტამოლს და კოფეინს. აცეტილსალიცილმჟავა და პარაცეტამოლი ავლენენ ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. კოფეინი აძლიერებს ამ უკანასკნელთა ეფექტს და ამცირებს დაღლილობას. პრეპარატი გამოიყენება: თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, შაკიკის, ნევრალგიის, კუნთებისა და სახსრების ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის, ტკივილისა და ცხელების დროს გრიპის და სხვა ინფექციური დაავადებებისას. ATC კოდი: N02BE51.