რა არის ციტრამონი – MFF და რისთვის გამოიყენება?
ციტრამონი MFF არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და სხეულის ტემპერატურის დასაწევად. მისი შემადგენელი ნაწილებია: აცეტილსალიცილის მჟავა (ხსნის ანთებას, ტკივილს და სიცხეს), პარაცეტამოლი (ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი) და კოფეინი (აძლიერებს ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს და ამცირებს დაღლილობას).
ჩვენებები:*
- თავის ტკივილი, შაკიკი
- კბილის ტკივილი
- კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი
- ნევრალგია
- მენსტრუალური ტკივილი
- გრიპისა და გაციების სიმპტომები (ტკივილი, ცხელება, თავის ტკივილი).