რა არის ციტრამონი-დარნიცა ტაბლეტი #6 და რისთვის გამოიყენება?
ციტრამონი-დარნიცა არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს პარაცეტამოლს, აცეტილსალიცილის მჟავას და კოფეინს. პარაცეტამოლი და აცეტილსალიცილის მჟავა ავლენენ ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. კოფეინი აძლიერებს ამ უკანასკნელთა ეფექტს და ამცირებს ძილიანობას, ზრდის ფსიქიკურ და ფიზიკურ აქტივობას. პრეპარატი გამოიყენება მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, როგორიცაა: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთოვანი ტკივილი, სახსრების ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი. ასევე გამოიყენება გრიპის და გაციებისას სხეულის ტემპერატურის შესამცირებლად და ტკივილის შესამსუბუქებლად.