რა არის ციტივიტი და რისთვის გამოიყენება?
ციტიკოლინი ბუნებრივად არსებული ნივთიერებაა, რომელიც ტვინის უჯრედების გარსის მთავარ კომპონენტს — ფოსფატიდილქოლინს აწარმოებს. ამით აძლიერებს ნერვული უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას და ხელს უწყობს აცეტილქოლინის (მეხსიერების ნეირომედიატორის) წარმოქმნას.
ჩვენებები: ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია (იშემიური და ჰემორაგიული); თავის ტვინის ტრავმის შედეგები; ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების და ყურადღების დაქვეითება; ქრონიკული ცერებროვასკულარული უკმარისობა (ტვინის სისხლმომარაგების მოშლა); ნეიროდეგენერაციული დაავადებები — ექიმის კონტროლით.
ექიმი დანიშნავს, როცა გამოხატულია კოგნიტური დარღვევები ან სისხლძარღვოვანი პრობლემების ფონზე ტვინის ფუნქცია დაქვეითებულია.