ცერებროლიზინი 2მლ #10ა-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ ცერებროლიზინი თუ: გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხვითი მზადყოფნა (პრეპარატმა შესაძლოა გაააქტიუროს კრუნჩხვები); გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა. მიიღეთ სიფრთხილით და აუცილებლად აცნობეთ ექიმს თუ: გაწუხებთ ღვიძლის უკმარისობა; გაქვთ არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა); ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ (მონაცემები შეზღუდულია, მიიღება მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში).