რა არის ცეფიქსი და რისთვის გამოიყენება?
ცეფიქსიმი — ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელიც ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზის დათრგუნვით მოქმედებს. იგი ეფექტურია მრავალი გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიის წინააღმდეგ.
გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ., ბრონქიტი, პნევმონია).
- ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (მაგ., შუა ოტიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი).
- საშარ გზების ინფექციები (მაგ., ცისტიტი, პიელონეფრიტი).
- სხვა მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები.