რა არის თრომნობი ტაბლეტი 5მგ #60 და რისთვის გამოიყენება?
რივაროქსაბანი ბლოკავს Xa ფაქტორს — შედედების ჯაჭვის ერთ-ერთ ცენტრალურ ფერმენტს. შედეგად სისხლი ნაკლებად დედდება და თრომბის წარმოქმნის რისკი მცირდება.
ექიმი დანიშნავს 5მგ დოზას შემდეგ შემთხვევებში: წინაგულთა ფიბრილაციის (არითმიის) დროს ინსულტის პროფილაქტიკისთვის (შემცირებული დოზა თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით); ღრმა ვენური თრომბოზისა და ფილტვის ემბოლიის განმეორების პროფილაქტიკისთვის საწყისი მკურნალობის შემდეგ; ასევე ასპირინთან ერთად — ათეროთრომბოზული მოვლენების (ინფარქტი, ინსულტი) პროფილაქტიკისთვის კორონარული ან პერიფერიული არტერიების დაავადების მქონე პაციენტებში.