რა არის ტოტემა და რისთვის გამოიყენება?
ტოტემა შეიცავს რკინის გლუკონატს, მანგანუმისა და სპილენძის გლუკონატს. რკინა ჰემოგლობინის წარმოქმნის აუცილებელი კომპონენტია და ეხმარება სისხლს ჟანგბადის ტრანსპორტირებაში. მანგანუმი და სპილენძი რკინის ათვისებას აუმჯობესებს.
ჩვენებები: რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა — ორსულობის, ძუძუთი კვების, ინტენსიური ზრდის პერიოდში, სისხლდენის შემდეგ, არასაკმარისი კვების ფონზე. ექიმი დანიშნავს, როდესაც სისხლის ანალიზი რკინის ან ჰემოგლობინის დაბალ დონეს აჩვენებს.