რა არის ტორას დენკი ტაბლეტი 5მგ #30 და რისთვის გამოიყენება?
ტორასემიდი მარყუჟოვანი შარდმდენია — მოქმედებს თირკმელებზე და აძლიერებს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხისა და მარილის გამოყოფას. ამით მცირდება შეშუპებები და ხსნის გულზე დატვირთვას.
ძირითადი ჩვენებები: გულის უკმარისობით გამოწვეული შეშუპებები (ფეხებში, ტერფებში, ფილტვებში სითხის დაგროვება); არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა), როცა სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები საკმარისი არ არის. ექიმი ასევე დანიშნავს ღვიძლის ან თირკმლის დაავადებით გამოწვეული შეშუპებისას.