რა არის ტიკაბელი და რისთვის გამოიყენება?
ტიკაბელი შეიცავს ტიკაგრელორს — ანტითრომბოციტულ საშუალებას (ATC: B01AC24). ბლოკავს P2Y12 რეცეპტორს თრომბოციტებზე და ხელს უშლის სისხლის შედედებას. ასპირინისგან განსხვავებით, მისი მოქმედება შექცევადია.
გამოიყენება შემდეგ მდგომარეობებში: მწვავე კორონარული სინდრომი (არასტაბილური სტენოკარდია, გულის შეტევა — STEMI და NSTEMI); კორონარულ არტერიაში სტენტის ჩადგმის შემდეგ თრომბოზის პროფილაქტიკა; გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ხელმეორე გულის შეტევის ან ინსულტის პრევენცია.
ექიმი დანიშნავს ასპირინთან (75-100მგ) ერთად — ეს კომბინაცია ე.წ. ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპია ჩვეულებრივ 12 თვე გრძელდება.