რა არის ტერალივი ტაბლეტი 275მგ #24 და რისთვის გამოიყენება?
ნაპროქსენი მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). ის მოქმედებს ანთებისა და ტკივილის გამომწვევი ფერმენტის (ციკლოოქსიგენაზა) ბლოკირებით — ამცირებს ტკივილს, ანთებას და სხეულის ტემპერატურას.
ჩვენებები: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი, ართრიტის (სახსრების ანთება) ფონზე ტკივილი, პოსტტრავმული და პოსტოპერაციული ტკივილი, ცხელება გრიპისა და გაციების დროს.
ექიმის დანიშნულებით ასევე გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტისა და ანკილოზური სპონდილიტის ხანგრძლივ მკურნალობაში.