ტერაფლუ ექსტრა ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 650მგ+20მგ+10მგ პაკეტი #10-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ ტერაფლუ ექსტრა, თუ გაქვთ ალერგია მის რომელიმე კომპონენტზე, ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა, გულის მძიმე უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია (ჰიპერთირეოზი), დიაბეტი, გლაუკომა, ფეოქრომოციტომა. მოერიდეთ ერთდროულად სხვა პრეპარატების მიღებას, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს, ფენილეფრინს ან სხვა სიმპათომიმეტიკებს. სიფრთხილით მიიღეთ, თუ ხართ ხანდაზმული.