ტერაფლუ ექსტრა ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 650მგ+20მგ+10მგ პაკეტი #10-ის ურთიერთქმედებები
წამლოვანი ურთიერთქმედებები შეიძლება შეცვალოს ტერაფლუ ექსტრა ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 650მგ+20მგ+10მგ პაკეტი #10-ის მუშაობა ან გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი. შეტყობინე ექიმს ყველა მედიკამენტის და მცენარეული პრეპარატის შესახებ რომელსაც იღებ.
ტერაფლუ ექსტრა არ უნდა მიიღოთ ერთდროულად ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან (ზრდის ასკორბინის მჟავის შეწოვას). ასევე, არ მიიღოთ სხვა პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს, ფენილეფრინს ან სხვა სიმპათომიმეტიკებს (ზრდის დოზის გადაჭარბების და გვერდითი ეფექტების რისკს). ფენილეფრინი აძლიერებს ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის (წნევის დამწევი) მოქმედებას. MAO ინჰიბიტორებთან ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი.